loader

ცნობილია, სად უნდა გააგზავნოთ მონაცემები, თუ თანახმა ხართ, რომ ახალ რობოტს თქვენი გარეგნობა ჰქონდეს - რას გეგმავს Promobot 2023 წლისთვის? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია, სად უნდა გააგზავნოთ მონაცემები, თუ თანახმა ხართ, რომ ახალ რობოტს თქვენი გარეგნობა ჰქონდეს - რას გეგმავს Promobot 2023 წლისთვის?



150 000 ფუნტი სტერლინგი ლამაზი სახისთვის.
რობოტების კომპანია "კეთილი და მეგობრული" სახის მქონე ადამიანს ეძებს. ადამიანის რეალისტური სახე კი ახალი რობოტის გარეგნობისთვის სჭირდებათ, რომელიც 2023 წლისთვის აეროპორტში, სავაჭრო ცენტრებსა და სასტუმროებში იმუშავებს.

განცხადებას ნიუ-იორკში დაფუძნებული რობოტების მწარმოებელი კომპანია promobot-ი ავრცელებს, რომელიც ცნობილია თავისი რეალისტური რობოტებით. მათი რობოტები 43 ქვეყანაში სხვადასხვა როლს ითავსებენ, მათ შორის, ადმინისტრატორის, გიდისა და კონსიერჟის.

Promobot-ის თქმით, კომპანია ავითარებს ტექნოლოგიებს სახის ამოცნობის, მეტყველების, ავტონომიური ნავიგაციისა და ხელოვნური ინტელექტის. ისინი 2019 წლიდან ქმნიან ჰუმანოიდ რობოტებს.

მიუხედავად იმისა, რომ Promobot-ი კონკრეტულ კრიტერიუმებს ასახელებს, ის ღიაა ნებისმიერი ასაკისა და სქესის მოხალისის განაცხადისთვის. მოთხოვნა კი "პრომობოტის" ოფიციალურ გვერდზე უნდა გააგზავნოთ.

ავტორი: ნინი ქობალია