loader

ინვესტორები მეტავერსში უკვე მიწებს ყიდულობენ - როგორ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება ვირტუალურ აქტივებზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინვესტორები მეტავერსში უკვე მიწებს ყიდულობენ - როგორ შეგიძლიათ ფულის გამომუშავება ვირტუალურ აქტივებზე?

ახალი გზა ციფრული ბაზრის გასაფართოებლად.
ციფრული მიწები, ანუ ვირტუალური აქტივების ახალი ფორმა - ფულის გამომუშავების კიდევ ერთი მეთოდია.
ციფრული სამყარო ბიტკოინებს, ავატებს, ეთერიუმებსა და უამრავ უცხო ტერმინს გვთავაზობს.

მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილმა მეტა სამყარომ ეს ნაწილი კიდევ უფრო გააფართოვა. ბოლო მონაცემების თანახმად, ციფრულ სამყაროში ინვესტორები მიწებს უკვე ყიდულობენ, რაც ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე სამყარო გვთავაზობს შანსს, ირეალური სამყაროდან მოგება მივიღოთ.

ციფრული აქტივების მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ნოემბერში მარკ ცუკერბერგმა მეტა სამყაროზე დაიწყო საუბარი.

ავტორი: ნინი ქობალია