loader

ელის მარია სააკაშვილის დებიუტი სცენაზე და სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებული სიმღერა - "მე საიდუმლოს შენახვა ვიცი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ელის მარია სააკაშვილის დებიუტი სცენაზე და სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებული სიმღერა - "მე საიდუმლოს შენახვა ვიცი"

"მთავარი არხის" საახალწლო ეთერში ელის მარია სააკაშვილის დებიუტი შედგა.

გუშინ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის ქა­ლიშ­ვილ­ზე პირველად დაწერა.

"ეს პირ­ვე­ლი ახა­ლი წე­ლია, რო­მელ­საც ცი­ხე­ში ვხვდე­ბი, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დე ოპ­ტი­მიზ­მი მა­ინც არ და­მე­კარ­გა და ამა­შიც მე­პოვ­ნა სი­კე­თის მარ­ცვა­ლი. დიახ, სა­მა­გი­ე­როდ, წელს პირ­ვე­ლი წე­ლია, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზო­რის ეკ­რა­ნი­დან თა­ვის დე­დი­კოს­თან ერ­თად სცე­ნი­დან მოგ­ვე­სალ­მე­ბა "მთა­ვა­რი არ­ხის" სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა მო­ნა­წი­ლე, ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი. ჩემი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი გოგო და ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი შვი­ლი. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს და ჩემი ახა­ლი წელი სხვე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლია არა ცი­ხის კედ­ლე­ბით, არა­მედ ჩემი საყ­ვა­რე­ლი გო­გოს სა­ტე­ლე­ვი­ზიო დე­ბი­უ­ტით და კვლავ, გი­ლო­ცავთ ახალ წელს და გი­სურ­ვებთ ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს", - წერს ყოფილი პრეზიდენტი.

ელის მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი 2 ივ­ნისს ამე­რი­კა­ში და­ი­ბა­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სოფო ნი­ჟა­რა­ძე ქა­ლიშ­ვილს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ზრდი­და და სამ­შობ­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. მომ­ღე­რა­ლი ბავ­შვის მა­მის ვი­ნა­ო­ბა­ზე სა­ჯა­როდ აქამ­დე არ სა­უბ­რობ­და.