loader

პროტესტის ქრონოლოგია - სამოქალაქო გამოსვლებით დაწყებული, პოლიტიკური ცვლილებებით დასრულებული ყაზახური გაკვეთილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროტესტის ქრონოლოგია - სამოქალაქო გამოსვლებით დაწყებული, პოლიტიკური ცვლილებებით დასრულებული ყაზახური გაკვეთილები


2 იანვარს, საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ქვეყანაში "კომენდანტის საათის" დაწესებამ პროტესტის ტალღა ვერ ჩაახშო, ვერც მთავრობის გადადგომამ შეცვალა სიტუაცია. ბოლო მონაცემებით,   კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ჯარები ქვეყანაში შესასვლელად ემზადებიან.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში კი რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედიან. ჯერჯერობით უცნობია, რა მოცულობის სამშვიდობო კონტინგენტზეა ლაპარაკი.

ავტორი: ნინი ქობალია