loader

რა ხდება ცნობილი Covid19- ის ახალი ვარიანტის, “დელტაკრონის“ შესახებ - “აქვს 10 ტიპის მუტაცია“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ცნობილი Covid19- ის ახალი ვარიანტის, “დელტაკრონის“ შესახებ - “აქვს 10 ტიპის მუტაცია“


კვიპროსში Covid-19-ის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელიც "დელტას" და "ომიკრონს" აერთიანებს. ამის შესახებ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა პროფესორმა და ბიოტექნოლოგიისა და მოლეკულური ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ლეონდიოს კოსტრიკისმა განაცხადა.

მისი თქმით, ახალ ვარიანტს აქვს 10 ტიპის მუტაცია, რომლებიც ამ დრომდე, მხოლოდ ომიკრონში იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი "გენეტიკური საფუძველი" აქვს დელტა ვარიანტსაც.
პროფესორის თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად გადამდებია ახალი ვარიანტი. მისივე თქმით, "დელტაკრონი" შესაძლოა "ომიკრონმა" ჩაანაცვლოს.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ ეს შტამი, რომელიც ამ ორის კომბინაციაა“, - თქვა კოსტრიკისმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

აღმოჩენას "დელტაკრონი" უწოდეს. კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა 25 მსგავსი შემთხვევა გამოავლინეს.