loader

ალექსანდრა პაიჭაძე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "სპორტი გადაგვარჩენს და ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა სპორტის დახმარებით" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ალექსანდრა პაიჭაძე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - "სპორტი გადაგვარჩენს და ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა სპორტის დახმარებით"

მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოს გამო, სადაც ის საჭესთან შვილს ძუძუთი კვებავს, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

"ძლიერებო, ქალებო, სიყვარულებო, რა რისკებზე წასულხართ პატარას სიმშვიდისთვის?" - დაწერა ალექსანდრა პაიჭაძემ ფოტოს აღწერაში, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევასაც კი ითხოვდნენ.

მოგვიანებით მოდელმა "ინსტაგრამზე" განმარტა, რომ ბავშვს გაჩერებულ მანქანაში აჭმევდა.

"მანქანა დგას, არ მიდის. ვაჭმევ და გადავცემ უსაფრთხოდ მამას, ხომ შეიძლება ჰალჰო?"

ტელეწამყვანმა მისდამი გამოთქმულ კრიტიკას "ფეისბუქზეც" უპასუხა:

"დილა მშვიდობისა, ამაზეც მინდა კომენტარი, შვილს რომ აუზში ჩაუშვებ, უქუდოდ, გაგანია ზამთარში, რა დედა ხარ…… მსგავსი წინა პოსტზე ხომ ჰგონიათ, რომ 200-ით მივფრინავ, თან ვაჭმევ, თან საფენს ვუცვლი, თან heavy metal ვასმენინებ ვიკიკის და დრონი გვიღებს... სპორტი გადაგვარჩენს და ნეგატიური ენერგიის გამოტყორცნა სპორტის დახმარებით".