loader

"ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს... რატომ დებთ მიწაში ისევ?!" - მაია ასათიანი ევა ბარბაქაძეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს... რატომ დებთ მიწაში ისევ?!" - მაია ასათიანი ევა ბარბაქაძეზე

შორენა ბეგაშვილის შვილმა ევა ბარბაქაძემ სოციალურ ქსელში საცურაო კოსტიუმში გადაღებული სურათები გამოაქვეყნა, რომლებსაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა კი ევა ბარბაქაძის მიმართ კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას "ინსტაგრამზე" უპასუხა:

"ბავშვი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, წლების მანძილზე უამრავი, ურთულესი ოპერაცია გადაიტანა! ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობდა ყველა მოძრაობას თავიდან და ახლა, როცა ცხოვრებას დაუბრუნდა, ამიხსენით ხალხო, რატომ დებთ მიწაში ისევ! მეშინია ჩემი ხალხის გამო, რომელსაც მხოლოდ ტრაგედიაში უყვარხარ!

და რის გამო? ძალიან ლამაზ გოგონას საცურაო კოსტიუმი რომ აცვია? მეშინია ჩემი ხალხის გამო. ჯერ ერთხმად ლოცულობდნენ ევას გადარჩენისთვის და ახლა ისე ერთხმად დებენ მიწაში იმიტომ, რომ ამხელა ტრაგედიის გადატანის შემდეგ მაინც მათზე ლამაზია!".