loader

“პიტბულმა ჟორჟიკა დაგლიჯა... გადაეფარა ყველას...“ - რა ამბავი ვრცელდება მსოფლიოში ცნობილ ჟორჟიკაზე, რომელიც 3-წლიანი გაუჩინარების შემდეგ პატრონმა იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“პიტბულმა ჟორჟიკა დაგლიჯა... გადაეფარა ყველას...“ - რა ამბავი ვრცელდება მსოფლიოში ცნობილ ჟორჟიკაზე, რომელიც 3-წლიანი გაუჩინარების შემდეგ პატრონმა იპოვა


“ჟორჟიკა ალბათ ყველას გახსოვთ - 3 წელი იყო დაკარგული და რუსთაველზე იპოვეს.

რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ ქუჩის ძაღლებს პიტბული მიუქსია და ჟორჟიკა გადაეფარა ყველას. შედეგად, პიტბულმა ჟორჟიკა დაგლიჯა და საავადმყოფო/თავშესაფარში მოხვდა. საკმაოდ რთული დაზიანებები ჰქონდა, მაგრამ კეთილმა ხალხმა გადაარჩინა, თუმცა ახლაც ჯერ კიდევ მკურნალობენ.

იმის თქმა მინდა, რომ არ მესმის, რატომ იქცევა ზოგი ასე? რატომ უნდა გაზარდო შენი საკუთარი ძაღლი ავ ძაღლად და რატომ უნდა მიუქსიო ასეთ საყვარელ ცუგებს. ეს ქალაქი ჩვენია და ყველა ცოტ-ცოტათი უნდა ვეცადოთ, რომ მშვიდ, განვითარებულ, წარმატებულ ქალაქად ვაქციოთ და არა ისეთად, სადაც ქუჩაში გასვლა საშიშია და ადამიანები არც ერთმანეთს და არც ცხოველებს, თან მეგობარ ცხოველებს, პატივს არ სცემენ.“ - წერენ ჯგუფში “ჩემი ქალაქი“. პოსტი 15 იანვრით თარიღდება. ცნობილია, რომ ჟორჟიკა ამჟამად მკურნალობას გადის და თავს კარგად გრძნობს.