loader

"მარაბდა-კარწახის" რკინიგზის დირექტორი "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზაზე სამუშაოებს გაეცნო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მარაბდა-კარწახის" რკინიგზის დირექტორი "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზაზე სამუშაოებს გაეცნო

შპს "მარაბდა-კარწახის" რკინიგზის გენერალური დირექტორი ოლეგ ბიჭიაშვილი "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის" პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოების დათვალიერება ოლეგ ბიჭიაშვილმა მარაბდიდან დაიწყო, რის შემდეგაც თბომავლით თეთრიწყარომდე ჩავიდა. ბიჭიაშვილმა დღესვე სოფელ ჭივჭავში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

გენერალური დირექტორი პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ წლის ბოლომდე მარაბდა-თეთრიწყაროს 30 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, ბიჭიაშვილის თქმით, ეს 2015 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

მისივე განცხადებით, ავღანური ტვირთების გადაზიდვისთვის "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის" გამოყენება, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება, რადგან ავღანური ტვირთების გადაზიდვა 2014 წელს იგეგმება, რკინიგზის გახსნა კი 2015 წლამდე ვერ მოესწრება.