loader

გამაოგნებელი სოციალური ექსპერიმენტი ადამიანების გულგრილობაზე, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამაოგნებელი სოციალური ექსპერიმენტი ადამიანების გულგრილობაზე, რომელსაც მსოფლიოში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა

2012 წლის 16 დეკემბერს, ინდოეთის დედაქალაქ დელიში საზარელი ფაქტი მოხდა: 23 წლის გოგონა მეგობართან ერთად ავტობუსით სახლში ბრუნდებოდა. მათთან ერთად ტრანსპორტში 6 მამაკაცი იმყოფებოდა, რომლებმაც გოგონა და მისი მეგობარი რკინის ჯოხით სცემეს და ერთი საათის განმავლობაში ჯგუფურად გააუპატიურეს 23 წლის სტუდენტი. შემდეგ კი მსხვერპლი ავტობუსიდან გადააგდეს. სისხლში ამოთხვრილი გოგონა რამდენიმე საათის განმავლობაში უგონოდ ეგდო ქუჩაში. ხალხი უმოქმედოდ იდგა, ისე, რომ დახმარება არავინ გაუწია მას. საავადმყოფოში გადაყვანილს რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა მიღებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა...

23 წლის მსხვერპლის სახელი ჯიოტი სინგ პანდი იყო. გოგონას გაუპატიურების ფაქტმა ინდოეთში საპროტესტო ტალღა ააგორა, ქალები ქუჩაში გამოვიდნენ და საკუთარი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. ჯიოტი სინგ პანდს ინდურ მედიაში ხშირად მოიხსენიებენ Nirbhaya-დ, ანუ უშიშარის, დელის მამაცი გულის და სხვა მეტსახელებით.

ინდოელმა მსახიობმა ამ ფაქტის გამო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. ვარუნ პრუტის ექსპერიმენტი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს: თქვენ ნახავთ ადამიანების წარმოუდგენელ გულგრილობას, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოჰყვეს.

ასევე იხილეთ:  

როგორ იქცევიან თბილისში, როცა ქუჩაში წაქცეულს ხედავენ

მამაკაცების რეაქცია ქალის გაუპატიურების ფაქტზე: ექსპერიმენტი სამწუხარო სტატისტიკით