loader

გამაოგნებელი ვიდეო: 2 დღის ბავშვს ინდოელი ექიმბაში სიარულს აიძულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამაოგნებელი ვიდეო: 2 დღის ბავშვს ინდოელი ექიმბაში სიარულს აიძულებს

შოკისმომგვრელი ვიდეო გავრცელდა ინტერნეტში, რომელზეც ასახულია, როგორ აიძულებს ინდოელი ექიმბაში 2 დღის ბავშვს ფეხზე დგომას და სიარულს. "მკურნალობის" ამ მეთოდს ექიმბაში იმისთვის მიმართავს, რომ ჩვილს მაღალი სიცხე დაუგდოს. მშობლებმა ბავშვი 50 წლის ექიმბაშს თავიანთი სურვილით მიუყვანეს. ქალმა პატარა გააშიშვლა და შემდეგ ეს უცნაური რიტუალი ჩაატარა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა ეს ყველაფერი გადაიღო და შემდეგ ადგილობრივ პოლიციას გადაუგზავნა. უცნობია, დაისჯება თუ არა ბავშვის ამ ფორმით მკურნალობისთვის ექიმბაში. ცნობილია, რომ ჩვილს ამჟამად საავადმყოფოში მკურნალობენ.