loader

საოცრად ემოციური ვიდეო - მშობლებო, დროულად შეამოწმეთ შვილების ჯანმრთელობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საოცრად ემოციური ვიდეო - მშობლებო, დროულად შეამოწმეთ შვილების ჯანმრთელობა

ბრაზილიაში არასამთავრობო ორგანიზაცია Coniacc–მა ბავშვები და მშობლები სარეკლამო რგოლის ჩაწერაზე მიიწვია. რა თქმა უნდა, ბავშვები კამერის წინ მორცხვობდნენ, მაგრამ შემდეგ გათამამდნენ. ბოლოს წამყვანმა ისინი რამდენიმე ცდაზე დაითანხმა.
მშობლები იქვე ისხდნენ და გადაღებას მხიარულად აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტი სწორედ მშობლების ყურადღებაზე იყო გათვლილი. გადაღების შემდეგ ისინი ცალკე ოთახში გაიყვანეს, სადაც წამყვანი აღიარებდა, რომ ექიმია და სინამდვილეში მათი შვილი კიბოზე შემოწმებას გადიოდა. მშობლების ემოციას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იგებდნენ, რომ შვილი ჯანმრთელია.
როცა შვილი პატარაა, ძნელია იფიქრო ასეთ ვერაგ დაავადებაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მან ასაკი არ იცის. სინამდვილეში, მუდმივი ყურადღება და დაკვირვებაა საჭირო, რომ რაიმე ცვლილება არ გამოგვეპაროს და დროულად დავიწყოთ მკურნალობა.