X
"დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე, მისი ბიჭი დაიბადა..." - ყველაზე ცნობილი რაჭველი დღეს დაკრძალეს
16:23 / 03-01-2017
რამდენიმე დღის წინ ქართული ფოლკლორის გულშემატკივრები დათუნიკა სხირტლაძის გარდაცვალების ამბავმა შეძრა. ყველაზე ცნობილი რაჭველი, "ტაში, ბიჭო, გიორგუნას" და ცეკვა "რაჭულის" ავტორი დათუნიკა სხირტლაძე ამბროლაურში, კონცერტის დროს, სცენაზე გარდაიცვალა.
მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმა ყველაზე ცნობილი რაჭველი უკანასკნელ გზაზე დღეს, 3 იანვარს გააცილეს. სწორედ დღეს, სხირტლაძეების ოჯახში ახალი სიცოცხლე დაიბადა - ქვეყანას მოევლინა მისი პირველი ვაჟი... ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათუნიკა სხირტლაძის მეგობრები წერენ:
"მთელმა რაჭამ და საქართველომ დაიტირა დათო სხირტლაძე, ის არ მომკვდარა, ასეთი სიკვდილი რჩეულების ხვედრია. ნათელი შენს სულს ჩვენო დათუნიკა... და სასწაული დათო, ამ დროს შენი შვილი მოევლინა ქვეყანას, უფალმა ბედნიერი გაზარდოს..." - წერს ნანა ჩალიძე.
"დღეს, დავით გაგუას კლინიკაში, ბატონი დათუნიკა სხირტლაძის ვაჟი დაიბადა. ბატონ დათუნიკას უკანასკნელ გზაზე მიაცილებს თავისი გენი. თქვენი ოცნება ახდა ბატონო დათუნიკა - საქართველოში მრავალჟამიერ იხარებს თქვენი ჯიში და გენი...." - წერს ნინო ქანთარია.
"ამდენი მწუხარების შემდეგ ერთი კარგი ამბავი მოხდა - დათუნიკას გამოსვენებამდე ერთი საათით ადრე მისი ბიჭი დაიბადა. 60 წლის ხდებოდა დათუნიკა და ეს პირველი შვილია. ასე ელოდა მთელი ცხოვრება შვილს და ბავშვი მისივე დაკრძალვამდე ცოტა ხნით ადრე დაიბადა" - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფოლკლორული ანსამბლის, "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი.
დათუნიკა სხირტლაძე რაჭაში, ამბროლაურის რაიონში, ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამა რეჟისორი, დრამატურგი და პოეტი გახლდათ. დათუნიკა სხირტლაძე ჯგუფ "შინის" და "ეგარის" წევრი იყო.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ამას ნაღდად არ ველოდი! იმათმა კარგად გადააკოპირეს და ორიგინალი ჩვენია“ - ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ნახვების რეკორდს ხსნის
“სასწრაფოდ მოსაგვარებელია! ძალიან ბევრ პაციენტს დანიშნული აქვს ერთი და იგივე“ - წამლები, რომლებიც შეიძლება არ გვჭირდებოდეს და მაინც ფულს ვხარჯავთ
"ძველი საყვარლებივით გავიპარეთ... რომ დავთვერით თითქმის უგონოდ, პირველად მითხრა" - როგორ ულოცავს ნათია ფანჯიკიძე მეუღლეს დაბადების დღეს
“თანხა იყო ძალიან შთამბეჭდავი, მაგრამ უარი ვთქვი“ - რა შემთხვევა გაიხსენა გიორგი უშიკიშვილმა პირველად ეთერში?
უნიკალური შემთხვევა სამშობიაროში - “პატარამ ძალიან იჩქარა და ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა“
სოფო ნიჟარაძე ელის-მარიას ახალ ვიდეოს აქვეყნებს - კადრები ვარსკვლავური დედა-შვილის ბინიდან
მამა ნიკოლოზმა მრევლს 100-100 ლარი დაურიგა - რა კადრები ვრცელდება ინტერნეტში?
“სამ დღეში მინუს 2 კილო“ - თათია სულუაშვილი კვების საგანგებო რეჟიმს გვიზიარებს