loader

სიმსივნესთან მებრძოლი 3 შვილის დედა - როგორია 33 წლის ნათია ქირიას გაუსაძლისი ყოფა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიმსივნესთან მებრძოლი 3 შვილის დედა - როგორია 33 წლის ნათია ქირიას გაუსაძლისი ყოფა

უკვე წელიწადზე მეტია, სამ მცირეწლოვანთან ერთად დაუნდობელ ცხოვრებასა და მძიმე დიაგნოზს ებრძვის... ყოფით პრობლემებთან, სიმსივნესთან და უბრალოდ, ცხოვრებასთან მარტო დარჩენილი 33 წლის ნათია ქირია მომავალს იმედით შეჰყურებს. სჯერა, რომ ხვალ იმაზე უკეთესი დღე გათენდება, ვიდრე დღეს იყო. ამ ოცნების ასრულებას შვილებში ხედავს, რომლებმაც დედას იმედები უნდა გაუმართლონ.
აქ არც წყალია და არც ბუნებრივი აირი, ზამთრის სუსხიან დღეებს ძველი, საბჭოთა დროინდელი სპირალიანი ღუმელით ებრძვიან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ნათიას მუშაობა ფიზიკურად არ შეუძლია. რამდენიმე თვის წინ ქუჩაში ცუდად გახდა, საავადმყოფოში გასინჯვის შემდეგ ონკოლოგიურში გადაამისამართეს. სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ახლა მკურნალობს, იბრძვის და იცის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სჯერა, რომ დიაგნოზს მალე დაამარცხებს.