ერაყში ჟურნალისტი პირდაპირი ჩართვისას დაიღუპა
ერაყის ქალაქ მოსულში ქურთი ქალი რეპორტიორი შიფა გარდი პირდაპირ ეთერში ჩართვისას, გზის პირას აფეთქებულმა ბომბმა იმსხვერპლა.
30 წლის შიფა გარდი ერაყში, ქურთულ ტელეარხ Rudaw-ზე მუშაობდა. BBC-ის ინფორმაციით, აფეთქებისას იგი მოსულის დასავლეთით, "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებული ტერიტორიისკენ ერაყის სამხედრო ძალების გადაადგილებას აშუქებდა.