loader

"ნუ მეჩრებით" - სიტყვიერი დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ირმა ნადირაშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნუ მეჩრებით" - სიტყვიერი დაპირისპირება ეკა ბესელიასა და ირმა ნადირაშვილს შორის

საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, რომელზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენენ, დაიხურა, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. ამის შემდეგ ეკა ბესელია და ირმა ნადირაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

”სიტყვები შეარჩიეთ, ქალბატონო ეკა! ნუ მეჩრები არ არის სიტყვა, რომლითაც კომიტეტის თავმჯდომარე უნდა საუბრობდეს. სიტყვები შეარჩიეთ”, - მოუწოდა ნადირაშვილმა ბესელიას.

”ნუ მეჩრები, მოითმინეთ და ნუ მაწყვეტინებთ, ეს ძალიან კორექტული სიტყვაა”, - თავის მხრივ აღნიშნა ბესელიამ ნადირაშვილის მისამართით და მის საპასუხოდ.

საბოლოოდ, ჩატარდა კენჭისყრა და კომიტეტების წევრებმა, ხმათა უმრავლესობით, სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ამ წუთებში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე 5-წუთიანი ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ალექსანდრე ტაბატაძესთან შეხვედრა დახურულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება.