loader

როგორ გადადის ასაფრენი ბილიკიდან თბილისი-მოსკოვის რეისის თვითმფრინავი - მგზავრის გადაღებული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გადადის ასაფრენი ბილიკიდან თბილისი-მოსკოვის რეისის თვითმფრინავი - მგზავრის გადაღებული კადრები

16 აპრილს სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ვნუკოვოს აეროპორტში დაჯდომისას, ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. მიზეზად ეკიპაჟის მიერ ლაინერის დაუმორჩილებლობა სახელდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულმა მედიამ გაავრცელა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამასთან დაკავშირებით კომპანია Georgian Airways-მა განცხადება გაავრცელა.

Georgian Airways-ის ინფორმაციით, გუშინ, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი სავალი ბილიკიდან გადავიდა, თუმცა არავითარ საფრთხეს ეს ინციდენტი მგზავრებისთვის არ წარმოადგენდა.

ვიდეოს "რენ-ტვ" ავრცელებს.