loader

ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელვაჩაურში ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მკვიდრის მიერ ნაპოვნი დათვის ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონულ სამმართველოში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ სოფლის მცხოვრებლებს, სავარაუდოდ, დათვის ბელის ხმა ესმოდათ.
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მითითებულ ადგილზე გავიდნენ და დაახლოებით 2 თვის ასაკის, კავკასიური მურა დათვის ბელი იპოვეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას - არ წამოიყვანონ ველურ ბუნებაში ნაპოვნი დათვის ბელები.