loader

ქართველი ქალის დაუჯერებელი ისტორია, რომელმაც ომში დაკარგული ბაბუა 70 წლის შემდეგ, ინტერნეტით იპოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ქალის დაუჯერებელი ისტორია, რომელმაც ომში დაკარგული ბაბუა 70 წლის შემდეგ, ინტერნეტით იპოვა

გადაცემაში "იმედის დღე" თამარ დარსაველიძემ თითქმის დაუჯერებელი ისტორიის შესახებ უამბო მაყურებელს. თამარ დარსაველიძის ბაბუა 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა. ბაბუას ჯერ მისი მეუღლე, შემდეგ კი შვილები ეძებდნენ. მაშინ, როდესაც ბაბუის ნეშტის პოვნის იმედი სრულიად გადაწურული ჰქონდა, თამარ დარსაველიძეს ახლობელმა დაურეკა, რომელმაც საინფორმაციო პორტალ Ambebi.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიის (იხილეთ სტატია: ყირიმში ნაპოვნია კიდევ 4 ქართველის ნეშტი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში დაიკარგნენ) შესახებ აუწყა.

მოლოდინი აღარ მქონდა, რომ ბაბუის ნეშტი აღმოჩნდებოდა,  და დაახლოებით 1 კვირის წინ, Ambebi.ge-ზე შემთხვევით წაუკითხავს ნაცნობს და დამირეკეს, ნახეთ, მგონი ბაბუაშენის სახელი წერიაო", - ამბობს თამარ დარსაველიძე.

საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საინფორმაციო პორტალ Ambebi.ge-ზე გრძელდება მეორე მსოფლიო ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების იდენტიფიკაციის პროცესი. ინტერნეტგამოცემა ყირიმსა და ქერჩიდან მოწოდებულ ინფორმაციებს მუდმივად აწვდის მკითხველს, რათა მათ წლების წინ დაკარგული წინაპრების პოვნა შეძლონ...