loader

ვინ იყო 58 წლის პედაგოგი, რომელიც ექსკურსიაზე კლდიდან გადავარდა და დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ იყო 58 წლის პედაგოგი, რომელიც ექსკურსიაზე კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში უბედური შემთხვევა მოხდა. გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ბორჯომის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ეკლესიის მოსალოცად კლდოვან ადგილზე ასულ ერთ-ერთ პედაგოგს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.
კოლეგებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თამარ გოზალიშვილის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 58 წლის გოზალიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

სკოლის დირექტორის, ვახტანგ სუხიტაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე კლდეზე ვარდნის შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გოზალიშვილი გორის მე-3 საჯარო სკოლაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდაცვლილის კოლეგების განცხადებით, ქვაბისხევში აღნიშნულ მონაკვეთზე საკმაოდ სახიფათო ადგილებია და დამცავი ჯებირები გაკეთებული არ არის, რის გამოც ტრაგედია მოხდა.

მოამზადა თიკო გურაშვილმა