loader

მამამ შვილი მე-15 სარულის ფანჯრიდან გადაკიდა და 1000 ”ლაიქის” დასაგროვებლად ფოტო ”ფეისბუქზე” გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამამ შვილი მე-15 სარულის ფანჯრიდან გადაკიდა და 1000 ”ლაიქის” დასაგროვებლად ფოტო ”ფეისბუქზე” გამოაქვეყნა

ალჟირის სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც საკუთარი შვილი მეთხუთმეტე სარულზე, ფანჯრიდან გადაკიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტო მსჯავრდებულმა ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და მიაწერა, რომ თუ ფოტოს ძალიან მალე 1000 ლაიქი არ ექნებოდა, ბავშვს ფანჯრიდან გადააგდებდა. სურათს სოციალური ქსელის მომხმარებლის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ მამის დაკავება მოითხოვეს.