ინციდენტი ბრიტანულ "ნიჭიერში" - კონკურსანტმა ჟიურის წევრს კვერცხები დაუშინა
კონკურსანტი ძმები - ადამი და რიჩარდი სიმღერას ასრულებდნენ, როდესაც მოულოდნელად სცენაზე კვერცხებით "შეიარაღებული" გოგონა შევარდა და ჟიურის წევრს პროდიუსერ საიმონ კოუელს დაუშინა. გოგონა დაცვამ მალევე გაიყვანა სცენიდან და შოუ გაგრძელდა.
როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა "თავდამსხმელი" მევიოლინე ნატალი ჰოლტია, რომელიც შოუში გასულ წელს ჯგუფ Raven Quartet-თან ერთად მონაწილეობდა. მოგვიანებით, ნატალიმ აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა.
როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა "თავდამსხმელი" მევიოლინე ნატალი ჰოლტია, რომელიც შოუში გასულ წელს ჯგუფ Raven Quartet-თან ერთად მონაწილეობდა. მოგვიანებით, ნატალიმ აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა.