loader

ქართველი ვარსკვლავისა და იტალიელი ბიზნესმენის ზღაპრული ქორწილი - ფოტო-ვიდეო კადრები ქორწილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი ვარსკვლავისა და იტალიელი ბიზნესმენის ზღაპრული ქორწილი - ფოტო-ვიდეო კადრები ქორწილიდან

მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი თეონა დვალი გათხოვდა. მისი რჩეული იტალიელი ბიზნესმენია. თეონამ და ჯაკომომ ერთმანეთი 5 წლის წინ, მოსკოვში გაიცნეს.

მათ ამ პერიოდის მანძილზე რამდენჯერმე მოახერხეს ერთმანეთის ნახვა, თუმცა ბოლოს ურთიერთობა მაინც ქორწინებით დასრულდა.

თეონამ და ჯაკომომ ქორწილი იტალიაში გადაიხადეს. როგორც თეონამ განაცხადა, საქორწინო ცერემონიალის ორგანიზება ჯაკომოს დედამ მოახერხა.

ქორწილში სულ 150 სტუმარი იყო მიწვეული. პატარძალი საკურთხეველთან მამამ, თემურ დვალმა მიაცილა.

წყვილი ქორწილის გადახდას საქართველოშიც გეგმავს, რომელიც გაცილებით უფრო მასშტაბური იქნება.