loader

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ ნაკვეთში კარტოფილის მოსავალი აიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ ნაკვეთში კარტოფილის მოსავალი აიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დუშეთში საკუთარ ნაკვეთში კარტოფილის მოსავალი აიღო.

მოსავლის აღების ფოტოები პრეზიდენტის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი კომენტარით გავრცელდა:

"ბარაქიან შემოდგომას გისურვებთ! ბელორუსული სათესლე კარტოფილის გამოყენებით, დაცულ აგროვადებში, უხვი მოსავალი - 1 ტომრიდან 6 ტომარა კარტოფილი მივიღეთ. მადლობა მეგობრებს!" - ვკითხულობთ პრეზიდენტის ფბ.გვერდზე.

კარტოფილი საქართველოს პრეზიდენტს ბელორუსელმა კოლეგამ - პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უსახსოვრა.