loader

მელანია ტრამპის უცნაური კაბა სოცქსელებში მასხრად აიგდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მელანია ტრამპის უცნაური კაბა სოცქსელებში მასხრად აიგდეს

სოციალურ ქსელებში ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩაცმულობას დასცინიან, რომლითაც ის გაეროში წარდგა, როგორც ამერიკის მუდმივი წარმომადგენელი. დონალდ ტრამპის მეუღლე მკვეთრ ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც ღამის პერანგს უფრო წააგავდა. ბევრმა მისი ჩაცმულობა შეუფერებლად ჩათვალა.

ყურადღება იმასაც მიექცა, რომ მელანიამ თავის გამოსვლაში ინტერნეტბულინგზე და ინტერნეტში შეურაცხმყოფელი პოსტების მავნებლობაზე ისაუბრა. არადა, სწორედ თავად იქცა საკუთარი კაბის გამო ინტერნეტმომხმარებლების დაცინვის საგნად.