loader

დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება - ფოტოკადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაბა წაღვერში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება - ფოტოკადრები ადგილიდან

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში მესამე ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის საააგენტოში განუცხადეს. ამ დროის მონაცემნებით, დაბა წაღვარში ძლიერი დაკვამლიანებაა, რაც ხილვადობის მხრივ პრობლემებს ქმნის, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სააგენტოში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას,ხანძრის ხელახალი კერების გაჩენის თაობაზე.

დილიდან სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.