loader

"გუგავა მოვა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გუგავა მოვა" - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე

”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დატოვებას ხმაური მოჰყვა. ამის გამო სხდომის თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა 5-წუთიანი შესვენებაც გამოაცხადა.
თავდაპირველად, სხდომის დატოვების გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, დარბაზში პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია უმრავლესობის წევრებს მიმართავდა, რის გამოც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ მელია დარბაზში იწვევს ხმაურს და ჯერ თავად მას მოუწოდა დარბაზის დატოვებისკენ, შემდეგ კი მანდატურებს მიმართა, რომ მელია დარბაზიდან გაეყვანათ.
ამის შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” კიდევ ერთი წევრი თინა ბოკუჩავა ტრიბუნასთან მდგარ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ავიდა და საკუთარი უკმაყოფილება დააფიქსირა. ამის შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა სხდომის 5 წუთით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.