loader

გაინტერესებთ, რომელ ქალაქშია ყველაზე დიდი და ყველაზე ხშირი საცობები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაინტერესებთ, რომელ ქალაქშია ყველაზე დიდი და ყველაზე ხშირი საცობები?

გაინტერესებთ, რომელ ქალაქშია მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი და ყველაზე ხშირი საცობები? "სიენენის" ცნობით, ასეთ ქალაქად მიჩნეულია ინდონეზიის დედაქალაქი ჯაკარტა, სადაც 5,5 მილიონი მანქანა გადაადგილდება, მათგან მხოლოდ 2%-ია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ჯაკარტაში მოკლე მანძილზე გადაადგილებისთვის, შესაძლოა, საათები დაგჭირდეთ. ამ ქალაქში თითქმის მუდმივად ისმის საყვირის ხმა.

გასულ წელს ინდონეზიის დედაქალაქში მასშტაბურ საცობს მსხვერპლიც მოჰყვა. დაიღუპა 12 ადამიანი. 20-კილომეტრიანი საცობი სამი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.