loader

როგორ გამოიყურება სოფო ხალვაშის ოცნების სახლი ბათუმში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სოფო ხალვაშის ოცნების სახლი ბათუმში?

ცნობილი მომღერალი სოფო ხალვაში წლებია ბათუმში საქმიანობს. სოფომ ბათუმში ბინა შეიძინა, სადაც სულ ახლახან გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალი რემონტის საკითხში აქტიურად იყო ჩართული და ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო. რემონტის დასრულების შემდეგ მან “შინს“ უმასპინძლა.


- სახლი ჩემთვის არის ყველაფერი, ცოცხალი ორგანიზმი. ჩემი გრაფიკი ცოტა უცნაურად არის გადანაწილებული. ხან დიდი დროს ვატარებ სახლში, ხან პირიქით, ისე მიყვება საქმე ერთმანეთს, რომ მენატრება სახლი. ზოგჯერ ვხუმრობ ხოლმე, ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ზომიერად იყოს გადანაწილებული და ნორმალურ ადამიანად ვიგრძნო თავი. ძალიან მიყვარს, როცა სახლში ჩემს შვილებთან ერთად ვატარებ დროს. სასიამოვნოა ოჯახურ გარემოში დასვენება, განტვირთვა. ჩემი მეგობრებიც ხშირად გვსტუმრობენ და ეს ძალიან მახარებს.