loader

ბრაზილიელმა გოგონამ საკუთარი მკვლელობა ვიდეოზე შემთხვევით გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრაზილიელმა გოგონამ საკუთარი მკვლელობა ვიდეოზე შემთხვევით გადაიღო

ტრაგედია ბრაზილიის ქალაქ სანტანა-დი-კატაგუაზისში დატრიალდა. 22 წლის ახალგაზრდა ქალმა ვილიენ მატიასმა (Willyene Mathais) მობილური ტელეფონით საკუთარი მკვლელობის კადრები სრულიად შემთხვევით გადაიღო.

ახალგაზრდა ქალი მობილური ტელეფონით თავის მეზობელთან, სახელად ჯულიანოსთან კამათს ვიდეოზე იღებდა, რომელიც მას ცილისწამებაში ადანაშაულებდა და შეურაცხყოფას აყენებდა.

ქალს სურდა, ვიდეო ქმრისთვის ეჩვენებინა. კამათის შემდეგ კაცი უახლოვდება ვილიენს. შემდეგ კადრში ჩანს, თუ როგორ იწევს მაისურს მამაკაცი, იღებს იარაღს და ახალგაზრდა გოგონას ორჯერ ესვრის.
"ახლა მოხვდები ჯოჯოხეთში, სატანავ" - მიაძახა გოგონას და ამის შემდეგ 40 წლის მამაკაცი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მალევე დააკავეს.