loader

ტაქსისტმა თაღლითებისგან გამოძალული თანხა პენსიონერს უკან დაუბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტაქსისტმა თაღლითებისგან გამოძალული თანხა პენსიონერს უკან დაუბრუნა

78 წლის პენსიონერ ბარი სტოუნს მარლოუდან თაღლითებმა დაურეკეს და აცნობეს, რომ სკოტლან-იარდიდან რეკავდნენ და იძიებდნენ ბანკის გაძარცვის საქმეს. მოხუც პენსიონერს "სკოტლანდ-იარდის გამომძიებლებმა" დაავალეს, მთლიანად გამოეტანა დანაზოგი - 12 000 ფუნტი სტერლინგი, რათა სამართალდამცველებს ბანკნოტებზე "თითის ანაბეჭდები" შეემოწმებინათ. მოხუცს თანხა ტაქსისტისთვის უნდა გადაეცა, რომელიც თავის მხრივ, ლონდონში ჩაიტანდა ფულს პირობით, რომ შემოწმების შემდეგ თანხა უკან დაუბრუნდებოდა.

ამასობაში თაღლითებმა ტელეფონით გამოიძახეს ტაქსი და მოხუცის მისამართი უთხრეს. მათ აცნობეს, რომ ტაქსის მძღოლს უნდა წამოეღო 8 000 ფუნტი სტერლინგი და 4 128 ევრო.

ადგილზე მისულმა ტაქსის მძღოლმა აზიდ რაშიდმა აიღო თანხა, მაგრამ იგრძნო, რომ ამ საქმეს კარგი სუნი არ ასდიოდა და მოხუცის სახლში დაბრუნდა. ტაქსისტმა თან პოლიციას გამოუძახა.

"ის შესანიშნავი ადამიანია, -ამბობს პენსიონერი აზიდ რაშიდზე. - აწი ჩვენ მეგობრები ვიქნებით. რამდენიმე კვირაში ჰიტროუში სამკურნალოდ მივემგზავრები და მის ტაქსის აუცილებლად გამოვიყენებ."

თავის მხრივ, აზიდ რაშიდმა დასძინა: "ძალიან ვბრაზდები, როდესაც ასეთ ამბავს ვგებულობ. როგორ შეიძლება საერთოდ, მიზანში ამოიღო მოხუცი ადამიანი? მე ისე აღმზარდეს და მასწავლეს, რომ პატივი უნდა სცე მოხუცებს."

ამასთანავე, რაშიდმა უარი განაცხადა ფულად ჯილდოზე:

"არ ვთვლი საკუთარ თავს გმირად, უბრალოდ, უზნეობად მიმაჩნია, აიღო ვინმეს თანხა, მით უმეტეს, როდესაც საუბარია უსუსურ მოხუცზე", - დასძინა აზიდ რაშიდმა.