loader

”ორივეს 7-7 დედმამიშვილი ჰყავს” - დიმიტრი ლორთქიფანიძის უფროსი ქალიშვილი გათხოვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”ორივეს 7-7 დედმამიშვილი ჰყავს” - დიმიტრი ლორთქიფანიძის უფროსი ქალიშვილი გათხოვდა

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი დიმიტრი ლორთქიფანიძე, როგორც ცნობილია, 8 შვილის მამაა. სულ ახლახან მან უფროსი ქალიშვილი - ელენე გაათხოვა. როგორც გაირკვა, ელენესავით მისი საქმროს ოჯახიც 8-შვილიანია.

”ელენეს და სანდროს ბედნერების დღე! ჯვრისწერამდე ერთი საათით ადრე მისმა უწმინდესობამ დალოცა და აკურთხა ახლადშექმნილი ოჯახი! ორივეს ხომ შვიდ - შვიდი დედმამიშვილი ჰყავს!) ღმერთმა დაგლოცოთ!” - დაწერა ბატონმა დიმიტრიმ.

აღსანიშნავია, რომ წყვილმა ცოტა ხნით ადრე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. საქმე ისაა, რომ სანდრო მერკვილიშვილი მორაგბეა და საცოლეს ხელი სწორედ რაგბის მოედანზე სთხოვა, ერთ-ერთი მატჩის დაწყებამდე.