loader

"სილქნეტის" და ლა ლიგის გათამაშება ბრუნდება! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სილქნეტის" და ლა ლიგის გათამაშება ბრუნდება!

"სილქნეტისგან" საჩუქრები გრძელდება! ესპანური ფეხბურთის მოყვარულებს შანსი ეძლევათ, "სან მამესის“ სტადიონზე მსოფლიო ვარსკვლავების დაპირისპირებას დაესწრონ. "სილქ უნივერსალის“ გათამაშების გამარჯვებული დეკემბრის დასაწყისში ესპანეთში გაემგზავრება.

"სილქნეტი" ლა ლიგის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში, რაც გვაძლევს საშუალებას, განსაკუთრებული სიურპრიზები გავუკეთოთ "სილქის" სპორტული არხების მაყურებლებს. ეს "სილქნეტის" და ლა ლიგის უკვე მესამე ერთობლივი გათამაშებაა. წელს გამარჯვებული "რეალ მადრიდის" და "ბილბაო ატლეტიკის" თამაშს დაესწრება”, - განმარტავენ "სილქნეტში".

ყოველდღე, ერთი კვირის განმავლობაში, "სილქ უნივერსალზე" სამი კითხვა დაისმება ესპანეთის ჩემპიონატის გარშემო. კითხვები დაანონსდება "სილქნეტის" სპორტული არხების ფეისბუქ გვერდზე, სადაც შეძლებთ თქვენი პასუხების დაფიქსირებას.

დამატებითი ინფორმაცია და პირობები შეგიძლიათ იხილოთ აქ


R