loader

იხილეთ, როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იხილეთ, როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მისი სამშობლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაა. მწერმა 2016 წლის სეზონზე თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა, შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.

როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში? - ვიდეოს "სურსათის ეროვნული სააგენტო" ავრცელებს.

ვიდეო გურიიდან: ვინ მოერევა აზიური ფაროსანა თუ ობობა?