loader

"ბექას პატარა შვილს ვცდილობთ, უმამობა არ ვაგრძნობინოთ" - რა განცხადებას ავრცელებს დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბექას პატარა შვილს ვცდილობთ, უმამობა არ ვაგრძნობინოთ" - რა განცხადებას ავრცელებს დეპუტატი ირაკლი ხახუბია გორის გვირაბთან ავარიისას მისი შვილის დაღუპვის საქმეზე

მომავალში სხვისი შვილები რომ გადარჩნენ, პოლიციაში რომ აღარ მუშაობდეს ასეთი მოუმზადებელი და უპასუხისმგებლო თუნდაც რამდენიმე თანამშრომელი - ჩვენი ოჯახი სამართლებრივი მექანიზმებით ბოლომდე იბრძოლებს, - ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ხახუბიას მიერ მისი შვილის, ბექა ხახუბიას გარდაცვალების მიზეზებსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ირაკლი ხახუბია წერს, 2017 წლის 17 მაისს, გორის გვირაბთან განვითარებული ფატალური მოვლენების შედეგად მისი შვილი „უკვე ყოფილი პოლიციელების სრულიად გაუმართლებელი ქმედების გამო გარდაიცვალა“.