loader

ულამაზესი თვლებით გაწყობილი კაბა და რამდენიმესართულიანი ტორტი - ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებულის გრანდიოზული ქორწილის ამსახველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ულამაზესი თვლებით გაწყობილი კაბა და რამდენიმესართულიანი ტორტი - ქრისტინე იმედაძის ყოფილი შეყვარებულის გრანდიოზული ქორწილის ამსახველი კადრები

ქრისტინე იმედაძის და მილიონერ ბუბა ქებურიას ვაჟის, თორნიკე ქებურიას "ლავ სთორი" რამდენიმე თვის წინ, მოულოდნელად დასრულდა.

რა გახდა დაშორების მიზეზი, უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თოშა ქებურია ქრისტინესთან არ იყო ბოლომდე დაშორებული, როცა ახალგაზრდა მოდელს, ქეთი ჟღენტს სთხოვა ხელი.

წყვილს მშობლებმა არჩევანი მოუწონეს და მათი ურთიერთობა რამდენიმე დღის წინ ქორწინებით დასრულდა.

ქეთი ჟღენტმა საქორწინო კაბა, არც მეტი, არც ნაკლები, პარიზში, "el saab"-ის მოდის სახლში შეიკერა, ქორწილი კი თორნიკე ქებურიას სასტუმროს რესტორანში გადაიხადა.