loader

ყარაყუმის ტორტი, რომელსაც 70 ათასზე მეტი გაზიარება აქვს სოციალურ ქსელში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყარაყუმის ტორტი, რომელსაც 70 ათასზე მეტი გაზიარება აქვს სოციალურ ქსელში

3 კვერცხი და 2 ჭიქა (200-გრამიანი) შაქარი დიდხანს თქვიფეთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს. დაუმატეთ ვანილი, 100 გრ კარაქი ან მარგარინი "დაჩა", 3 კოლოფი (25-გრამიანი) კაკაო, 500 გრ მაწონი, 2 ჩ/კ სოდა 2 ჩ/კ ძმრით და 3 ჭიქა ფქვილი, ესეც 200-გრამიანი ჭიქით. კარგად ათქვიფეთ, დაასხით თბილ "ჟარონაზე", რომელსაც არაფერს არ წაუსვამთ. მე გამოვაცხე 160°-ზე 30 წთ. ბოლოს ჩხირით მაინც გასინჯეთ, ყველა ღუმელს სხვადასხვა დრო სჭირდება.
კრემი: 2 ცალი მოხარშული "სგუშონი" და 300 გრ კარაქი ან "დაჩა" ათქვიფეთ კარგად, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი უნალექო ყავა, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და ვანილი. ეს მასა მოასხით გაცივებულ ბისკვიტს და ზემოდან დაახეხეთ შავი შოკოლადი.

შენიშვნა: გამოიყენეთ კარაქი ან "დაჩა", რომელიც ძალიან მსუბუქია და ბისკვიტსაც და კრემსაც ამსუბუქებს.