loader

რა მდგომარეობაა შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც წუხელ ძლიერი შტორმი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა მდგომარეობაა შავი ზღვის სანაპიროზე, სადაც წუხელ ძლიერი შტორმი იყო

შტორმის შედეგად შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბინძურდა. კერძოდ, ზღვამ დიდი რაოდენობით დამტვრეული ხეები გამორიყა.

როგორც ბათუმის მერიაში განაცხადეს, შპს "სანდასუფთავების სამსახურის თანამშრომლები" სანაპიროს გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებენ. უწყების ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში, ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც მერიაში აცხადებენ, გვიან ღამით, შტორმის შედეგად ერთ-ერთი რესტორანი დაიტბორა.

შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი ამ დროისათვის ოთხ ბალამდე აღწევს.