loader

პირველი მილიარდერი მამაკაცი კაცობრიობის ისტორიაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი მილიარდერი მამაკაცი კაცობრიობის ისტორიაში

ჯონ როკფელერი, რომელიც მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი მილიარდერი მამაკაცი კაცობრიობის ისტორიაში, თინეიჯერობისას ორ რამეზე, 100, 000 დოლარის შოვნასა და 100 წლიან ცხოვრებაზე ოცნებობდა და ორივე ოცნება აისრულა, თუმცა პირველი ოცნება გადაჭარბებით ,საოცნებო 100,000 დოლარის ნაცვლად 318 მილიარდი ამერიკული დოლარი იშოვ), ხოლო მეორე ოცნების სრულყოფაში სულ რაღაც 2 წელი დააკლდა; ჯონ როკფელერი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ის საშუალო ფენის ამერიკულ ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდა მომავალი მილიარდერი ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა. შემდეგ გადაწყვიტა, რომ ოცნების ასრულებას მეტი ძალისხმევა და მონდომება ესაჭიროებოდა, ვიდრე უბრალოდ ბუღალტრობა იყო. ამისთვის როკფელერმა საბითუმო ვაჭრობა დაიწყო და წლების შემდეგ მისი განვითარებული ბიზნესი ისეთ უმსხვილეს ნავთობკომპანიად ჩამოყალიბდა, როგორიცაა Standard Oil-ი. ჯონ როკფელერის Standard Oil-ს ამერიკის ნავთობის ბაზრის 90% ეკავა.

74 წლის ასაკში როკფელერის შემოსავალმა პიკს მიაღწია და 318 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ის ისტორიაში ორი სტატუსით შევიდა - როგორც პირველი მილიარდერი კაცობრიობის ისტორიაში და როგორც უდიდესი ქველმოქმედი. როკფელერი ქველმოქმედებას საკუთარი შემოსავლის 10%-ს ახმარდა.ი, რომელმაც თინეიჯერობის ორი ოცნება აისრულა