loader

სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 11 ბავშვი და 3 ზრდასრული მოიწამლა - ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სოფელ ილემის საბავშვო ბაღში 11 ბავშვი და 3 ზრდასრული მოიწამლა - ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება

სოფელ ილემის ბაგა ბაღში 14 ადამიანი მოიწამლა. 11 მცირეწლოვანი ბავშვი და 3 ზრდასრული ზესტაფონის კლინიკებში გადაიყვანეს. ინტოქსიკაციის სავარაუდო მიზეზად ტორტი სახელდება, რომელიც ჯგუფში მშობელმა მიიტანა. ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ საკვების ბაღში შეტანას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დადგება ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი.