loader

ირაკლი ალასანია და პატარა თინათინი - ნათია ფანჯიკიძე 1 წლის შვილიშვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ალასანია და პატარა თინათინი - ნათია ფანჯიკიძე 1 წლის შვილიშვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე შვილიშვილის, 1 წლის თინათინის ფოტოებს აქვეყნებს.

"დაბადების დღეზე საჩუქრად ჩემი ბუთქაჩანა სულგუნა-თინუსას ფოტოების გაზიარების უფლება მივიღე, ვეცდები ძალიან არ შევაწუხო საზოგადოებრიობა და მხოლოდ დროდადრო გამოვაჭიტო. თავს მოვუწოდებ ზომიერებისკენ" - წერს ახალგაზრდა ბებია.

ფოტოებზე პატარა თინათინი ოჯახის წევრებთან, მათ შორის ბაბუასთან ერთადაა ასახული. ირაკლი ალასანია, რომელიც ამჟამად აშშ-ში მუშაობს, სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა აფხაზეთიდან გადმოსვენებული მამის დაკრძალვაზე დასასწრებად.
თინათინ ალასანია ყოფილი პოლიტიკოსის და ფსიქოლოგის წყვილის უფროსი ვაჟის, ნიკა ალასანიას შვილია. თინათინი გასული წლის ოქტომბერში დაიბადა.