loader

"ვეძებთ ბებოს" - გლდანის მაღაზიის მეპატრონე სათვალთვალო კამერით გადაღებული მოხუცი ქალის ვიდეოს ავრცელებს, რომელმაც საფულე დაკარგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვეძებთ ბებოს" - გლდანის მაღაზიის მეპატრონე სათვალთვალო კამერით გადაღებული მოხუცი ქალის ვიდეოს ავრცელებს, რომელმაც საფულე დაკარგა

ეძებენ ბებოს, რომელმაც გლდანის ბაზართან, სუპერმარკეტში დიდი ოდენობის თანხა დაკარგა.
ბებოს პოვნისთვის მაღაზიის მეპატრონემ დახმარებით მოგვმართა.

"პატივცემულო მეგობრებო. გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო. ამ ბებომ დაკარგა საფულე ჩემს მაღაზიაში 20 ოქტომბერს (მაღაზია მდებარეობს გლდანის ბაზართან). დღემდე ველოდებოდით, იქნებ მოსულიყო და არ გამოჩნდა. დევს მხოლოდ თანხა და არანაირი საბუთი. არცთუ ისე ცოტა თანხაა და ბებო ინერვიულებდა. თუ ვინმეს გეცნობათ, გთხოვთ მიაწვდინოთ ხმა" - წერს სოციალურ ქსელში სულხან წულაძე.