loader

საქართველოდან "გუგლში" ყველაზე ხშირად ავტომობილის ფასს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოდან "გუგლში" ყველაზე ხშირად ავტომობილის ფასს ეძებენ

საქართველოდან "გუგლში" ყველაზე ხშირად ავტომობილის ფასს ეძებენ. საყოფაცხოვრებო ფასებით დაინტერესებულმა ვებგვერდმა "ფიქსერ კომმა" მსოფლიო რუკა იმის მიხედვით შეადგინა, თუ რის ფასს ეძებენ კონკრეტულ ქვეყანაში ყველაზე ხშირად.

ვებგვერდის მონაცემებით, რუსეთში ყველაზე ხშირად ინტერესდებიან, რა ღირს "მიგ"-ის წარმოების თვითმფრინავით ფრენა; ბრაზილიელებს თავიანთ ქვეყანაში პროსტიტუციის ფასები აინტერესებთ, კორეაში - რინოპლასტიკის ღირებულება, ჩინეთში კი - ელექტრომოწყობილობების.

ამავე მონაცემებით, ინდოელები და რიგი აფრიკული ქვეყნის მცხოვრებლები ძროხების ფასით ინტერესდებიან, სომხეთში - ხალიჩების, ამერიკაში - დაპატენტების, ავსტრალიაში კი ინ-ვიტრო განაყოფიერების ფასს ეძებენ.