loader

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ძალიან მძიმე მდგომარეობაშია" - კახა კალაძემ ავტობუსით იმგზავრა

ვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახა კალაძემ განუცხადა, რომელმაც დედაქალაქში რამდენიმე ავტობუსით იმგზავრა.

კალაძის თქმით, დღეს პირადად გაეცნო როგორც ე.წ. ყვითელ, ასევე ახალ ავტობუსებში არსებულ მდგომარეობას.

”ვიყავი მეტროში, ვნახე ავტობუსების მდგომარეობაც. კარგად ჩანს, რომ ყვითელი ავტობუსები არის სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი. ძალიან დიდი სხვაობაა ახალ, ლურჯ ავტობუსებსა და ყვითელ ავტობუსებს შორის, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს. შესაბამისად, ძალიან მალე განვახორციელებთ პროექტს, რომლის მიხედვითაც ჩანაცვლდება ე.წ. ყვითელი ავტობუსები ეკოლოგიურად სუფთა, კომფორტული ავტობუსებით”, - განაცხადა კალაძემ.



ავტორი: ნიკა საჯაია