loader

ხმაური და გაწევ-გამოწევა სასამართლოში - ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების შემდეგ ახლობლებმა დარბაზი დატოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური და გაწევ-გამოწევა სასამართლოში - ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავების შემდეგ ახლობლებმა დარბაზი დატოვეს

ადვოკატ გიორგი ონიანის განაჩენის გამოცხადებას დარბაზში შეკრებილი მისი ახლობლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა.
მათ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დარბაზი მოსამართლის მიმართ შეძახილებით - „ივანიშვილის მონა“ დატოვეს.
მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება დროებით შეწყვიტა, თუმცა ონიანის მიმართ განაჩენის გამოცხადება მან მას შემდეგ გააგრძელა, რაც დარბაზი ყველა დამსწრემ დატოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ დრომდე რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და გიორგი ონიანის ახლობლები.


ავტორი: თორნიკე კოშკაძე