loader

"10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" – პროექტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ" – პროექტის ფარგლებში ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

”10 ქართული ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ” - პროექტის ფარგლებში 23 სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. "ბიბლუსის" მრავალფუნქციურ ფილიალში, ALLWINE.GE -ის სადეგუსტაციო კუთხეში სტუმრებმა თითოეული მათგანი დააგემოვნეს და 10 საუკუთესო ღვინის გამოსავლენად საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს. პროექტი ორ ეტაპად იყოფა. თავიდან სახალხო ხმის მიცემის საშუალებით 5 თეთრი და 5 წითელი ღვინის 10 სახეობა გამოვლინდება, რის შემდეგაც პროფესიონალი და გამოცდილი სომელიეებისგან დაკომპლექტებული ჟიური კონკრეტულ სახეობებში საუკეთესო მეღვინეებს გამოავლენენ. ხმის მიცემა ონლაინ რეჟიმშიც მიმდინარეობს. Allwine.ge-ს პროექტის მიზანია, ქართული ღვინის პოპულარიზაცია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.