loader

რატომ არ შეიძლება ხორცისა და ბოსტნეულის ერთსა და იმავე დაფაზე დაჭრა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ არ შეიძლება ხორცისა და ბოსტნეულის ერთსა და იმავე დაფაზე დაჭრა?

რატომ არ შეიძლება ხორცისა და ბოსტნეულის ერთსა და იმავე დაფაზე დაჭრა? რომელი დაფა სჯობს: შუშის, პლასტიკატის თუ ხის? და რა კავშირშია საჭრელი დაფა ისეთ დაავადებასთან, როგორიც სალმონელოზია? - ამ შეკითხვებზე პასუხს სიუჟეტიდან მიიღებთ.

ხორცისა და ტევზის დამუშავების შემდეგ საჭრელ დაფებზე არაერთი დაავადების გამომწვევი ბაქტერიები რჩება. ამიტომ მიზანშეწონილია ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის სხვადასხვა დაფა გამოიყენოთ. როგორც ლაბორატორიულმა კვლევამ აჩვენა, ყველაზე უსაფრთხო შუშის და ანტიბაქტერიული ზედაპირის მქონე დაფებია. რაც შეეხება ხისა და პლასტიკატის დაფებს, მათ ზედაპირზე სალმონელისა და ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები ყველაზე დიდხანს რჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხის დაფებზე საერთოდ უარი უნდა ვთქვათ. საჭიროა ისინი ჭურჭლის სარეცხი საშულებით კარგად გაირეცხოს და შემდეგ მდუღარე გადაევლოს. ასევე მნიშვნელოვანია რა მასალისგანაა დამზადებული დაფა.