loader

"ჩავიხადო და გაჩვენო? ***-ზე გადამიღე" - რა კადრებს აქვეყნებს გოგონა, რამაც ქართულ სოციალურ ქსელში რისხვა გამოიწვია (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩავიხადო და გაჩვენო? ***-ზე გადამიღე" - რა კადრებს აქვეყნებს გოგონა, რამაც ქართულ სოციალურ ქსელში რისხვა გამოიწვია (+18)

ინტერნეტმომხმარებელი სოფი ბასილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს კადრებს, სადაც მას ახალგაზრდა მამაკაცები სიტყვიერ შეურაცხყოფას ყველაზე ამაზრზენი ფორმით აყენებენ.

"აი ესაა ჩვენი ყოველდღიურობა ამ ჰეტეროსექსისტურ გარემოში. არცერთი საჯარო სივრცე, უნივერსიტეტით დაწყებული, ქუჩით დამთავრებული ჩვენთვის უსაფრთხო არაა. ჩვენი გონება მუდმივად იმაზე ფიქრითაა დაკავებული როგორ მოვიგერიოთ დორბლმორეული ნაგავი კაცები, როგორ ვუპასუხოთ მათ მზერას ან ბინძურ რეპლიკებს. ამ დროს კი გენდერულად არასენსიტიური კანონმდებლობა,რომელიც არც კი აღიარებს ამ სახის ძალადობას, მარტოს გვტოვებს ამ კულტურულ და მჩაგვრელ პრაქტიკებთან ბრძოლაში. დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ეს შემთხვევა. მანქანიდან მომაძახეს შეურაცხმყოფელი სიტყვები და რა თქმა უნდა პოლიცია გამოვიძახე, რომელიც 20 წუთის დაგვიანებით მოვიდა. ირგვლივ უამრავი კაცი მოგროვდა და იმის ნაცვლად,რომ მოძალადეები შეეკავებინათ, ჩემი დადანაშაულება დაიწყეს, ინტრიგანი და თავხედია ეს ვიღაცააო. ჰოდა, მოგიტყანთ ეგ კაცური სოლიდარობა. აი ის პრადვინუტა სასტავი გამახსენდა, სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე რომ აღლიცინდა. არამგონია თქვენი რაციონალური გონი ამ ჩანაწერებმა შეაშფოთოს, მაგრამ იქნებ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ თქვენს განცხადებებს სხვისთვის მტკივნეულ საკითხებზე. უკეთეს შემთხვევაში კი, საერთოდ რომ მოკეტოთ, სჯობს.", - წერს სოფი ბასილაძე.

ოგორც სოფი ბასილაძე წერს, ამ ქმედებისთვის მამაკაცებს ჯარიმა 110 ლარის ოდენობით დაეკისრათ.

"პალიტრავიდეომ" შეგნებულად დაფარა უწმაწური, უცენზურო სიტყვები და გამოთქმები, რითაც ახალგაზრდა მამაკაცები გოგონას და დედამისს მიმართავენ.