loader

"ქართველი გვეძახის ქუჩის ქალებოო" - ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართველი გვეძახის ქუჩის ქალებოო" - ხმაური და დაპირისპირება ბათუმში

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხმაური იყო. გარემოვაჭრეების განცხადებით, აფთიაქ „ფარმასის“ წარმომადგენლები ვაჭრობაში ხელს უშლიან.

შეკრებილების განცხადებით, დღეს თევზის გაყიდვა ვერ შეძლეს, ვინაიდან დახლები და მათი ნივთები ალაგებული დახვდათ.

მათი თქმით, აფთიაქის წარმომადგენლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს და მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა აუკრძალეს. თევზით მოვაჭრეებმა წერეთლის ქუჩაზე საავტომობილო გზა რამდენიმე წუთით გადაკეთეს და ტერიტორიაზე ვაჭრობის ნებართვა მოითხოვეს. აფთიაქის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე თევზით ვაჭრობის გამო მძაფრი სუნი და ანტისანიტაციაა, რაც აფთიაქის მუშაობას აფერხებს.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. მოძრაობა აღდგენილია. რაც შეეხება ბათუმის მერიას, უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.


ავტორი: მარიკო კეკელიძე