loader

პატრონის მიერ ძაღლზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ! - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრონის მიერ ძაღლზე ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - სუსტი გულის პატრონებმა არ ნახოთ!

"ფეისბუქ" მომხმარებელი გიორგი ავაზაშვილი პატრონის მიერ ძაღლზე ძალადობის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

"ვიდეოს აქვს მეორე ნაწილიც, სადაც სიტუაცია განეიტრალებულია. მაგრამ მოცულობის სიდიდის გამო ვერ ვტვირთავ. საბოლოოდ, ეს ქ-ბ-ნი, რომელსაც აშკარად აღენიშნებოდა ფსიქოლოგიური პრობლემები, დავარწმუნე მის კარგ ადამიანობაში, დავამშვიდე, ტკბილად ვესაუბრე და იქამდე ვთაფლე, რომ ლეკვი ხელში აიყვანა, ჩაიხუტა და თავისიანთან დარეკა მანქანისთვის.

ვინაიდან მისი ხმა არ ისმის ვიდეოში, ძირითად შინაარსს გეტყვით, თუ რატომ ეპყრობოდა ასე საკუთარ ლეკვს: ხორცს ყიდულობს, უყრის და არ ჭამს; რომ ეძახის არ მიდის და იქით-აქეთ დარბის; გორიდან ჩამოიყვანა, იყიდა, ფული გადაიხადა და "წუნკალა" გამოდგა.

დავინახე, რომ მანქანაში ჩაჯდა ძაღლიანად. როგორც მითხრა, გაშვებას უპირებდა. მერე სიბნელეში "დაკიდებაზეც" თქვა ორი სიტყვა, მაგრამ გადავაფიქრებინე. ახლა არ ვიცი სახლში რა ბედი ეწევა ამ უმწეო, საბრალო ლეკვს, მაგრამ წყალში მხრჩოლვარე გველს მაინც ჩავეჭიდე." - ნათქვამია გიორგის პოსტში. ვიდეო ყვარელში, 21:50 წუთზეა გადაღებული.